LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მანამდე არ მჯეროდა ერთი ნახვით სიყვარულის“ – ლევან გულბათაშვილი სიყვარულსა და ოჯახზე

132
ლევან გულბათაშვილი

რადიო „არ დაიდარდოს“ მუსიკალური წამყვანი და მომღერალი ლევან გულბათაშვილი გადაცემა „პოსტ ალიონს“ სტუმრობდა.

ლევან გულბათაშვილმა გადაცემაში სიმღერაზე, ოჯახსა და სიყვარულზე ისაუბრა.

მომღერალმა ასევე უპასუხა შეკითხვას, თუ რამდენად დიდ როლს იკავებს მისი მეორე ნახევარი ლევან გულბათაშვილის შემოქმედებაში.

„ანუკი ძალიან მზრუნველია. ჩემს ცხოვრებაში მასზე კარგი მეგობარი ვერ წარმომიდგენია. სირთულეები ყოფილა თუ სიხარული, ყველაზე დიდი ემოციებით ჩემთან ერთად სწორედ ანუკის განუცდია, ყველაზე დიდი მხარში დგომაც ანუკისგან მიმიღია…

28 ოქტომბერს ხდება 8 წელი, რაც ერთად ვართ.

გაცნობის დღიდანვე მივხვდი, რომ ის ის იყო. თურმე ანუკიც ასე ყოფილა ჩემ მიმართ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება“, – აღნიშნა ლევან გულბათაშვილმა.

,,ეს ყველაფერი ანამ გადამატანინა, ის ჩემთვის დიდი ნუგეშია და მიხარია, რომ ჩემს გვერდითაა” – გულბათი პრემიერით ,,არ დაიდარდოში”

„მე მომწონს ეს ვერსია და იმედს ვიტოვებ, რომ თქვენც მოგეწონებათ… ძალიან ფაქიზი და საფრთხილო თემა იყო ჩემთვის…“ – ლევან გულბათაშვილი ახალ მუსიკალურ ნამუშევარზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები