LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Mercedes-AMG S63 და BMW M760i  ერთმანეთის პირისპირ

64

დამუხტული ფლაგმანური სედანები Mercedes-AMG S63 და BMW M760i ერთმანეთს სადრაგო რბოლაში შეაჯიბრეს. ტესტი ბრიტანულმა საავტომობილო საიტმა Carwow-მ ჩაატარა და რბოლის ამსახველი ვიდეო YouTube-ზე, საკუთარ არხზე გამოაქვეყნა.

გარბენში S-Class-ის უკანა ამძრავიანი სედანი მონაწილეობდა. ავტომობილი აღჭურვილია ოთხ ლიტრიანი ტვინ-ტურბო ძრავით, რომელიც 612 ცხენის ძალას ავითარებს. ნულიდან ას კილომეტრს კი 3,5 წამში კრებს. მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/საათს შეადგენს.

BMW M760i-ს კი 6,6 ლიტრიანი V12 ძრავი და რვა საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი აქვს. აგრეგატი 610 ცხენის ძალას ავითარებს.

პირველ ას კილომეტრს ავტომობილი 3,7 წამში კრებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 305 კილომეტრ/საათი აქვს.

ადგილიდან 402 მეტრი BMW-მ 11,3 წამში განავითარა, Mercedes კი ორი მეათედი წამით ნელი აღმოჩნდა. სტარტიდან 80 კმ/საათამდე კი პირველი S63 აჩქარდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები