როდესაც საუბარი მფრინავ ავტომობილებზეა, პირველი რაც თავში მოგივათ ალბათ მორიგი ჰოლივუდური ფილმის გადაღებები და თავბრუდამხვევი სცენებია. თუმცა, მსოფლიოში არსებობენ ენთუზიასტები, რომლებიც ყოველწლიურ შეჯიბრს Jumping Spectacular-ს აწყობენ და მისი მიზანი ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების ეფექტურად განადგურებაა. მფრინავი ავტომობილების მორიგ ტურნირს ინგლისმა უმასპინძლა.
მონაწილეთა უმრავლესობა როგორც წესი, ძველ კომპაქტურ ჰეტჩბეკებს და სხვა იაფფასიან ავტომობილებს ანადგურებს, ისეთებს რომელთა ჯართის გროვად გადაქცევაც არ დაენანება. შეჯიბრის წინ ყველა ავტომობილს „აშიშვლებენ“, ხოლო მონაწილეებს სარბოლო კოსტიუმებს აცმევენ. ავტომობილები ფრენის დროს სხვა ავტომობილებს ახტებიან, რამაც ვარდნა სულ ცოტათი მაინც უნდა შეამსუბუქოს.
შემთხვევათა უმრავლესობაში მონაწილეები ტურნირს პირველივე ეტაპზე, ერთ ნახტომში ასრულებენ. ხოლო ისინი, ვინც მიწაზე წარმატებით ეშვება და კიდე დადის, დამატებით ქულებს იღებენ. გამარჯვებულს შედეგების საერთო შეჯამებით ავლენენ, ითვალისწინებენ ნახტომის სიმაღლეს, სიგრძეს და მაყურებლის რეაქციასაც კი.