LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მოძღვარმა გადაწყვიტა ბიბლიური სასწაული გაემეორებინა და ლომების გალიაში შევიდა

123
Screenshot 2023-10-03 113842

კენიაში ღვთისმსახური გალიაში ლომებთან შევიდა, რათა ბიბლიური დანიელ წინასწარმეტყველის სასწაული გაემეორებინა.

ამის შესახებ WION იუწყება.

მოძღვარმა, რომელიც ლურჯი ფერის პიჯაკში გამოეწყო, გალიასთან თავისი მიმდევრები შეკრიბა, შემდეგ კი შიგნით შევიდა. ის სამ ლომს შორის დაჯდა და მათი შეწუხებაც კი დაიწყო. ორი მტაცებელი ყურადღებას არ აქცევდა, ხოლო მესამემ ხელში ჩაარჭო კბილები, მაგრამ მალევე გაუშვა ისე, რომ სერიოზული ზიანი არ მიუყენებია.

ვიდეომ, რომელიც თვითმხილველებმა გადაიღეს, უდიდესი პოპულარობა მოიპოვა და ის კენიის პარლამენტის წევრ რონალდ კარაურიმდეც მივიდა. პოლიტიკოსმა მას შესთავაზა სავანაში ერთად წასვლა და გარეული ლომების ნახვა. მოძღვარს ჯერ პასუხი არ მიუცია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები