LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მრბოლელმა Kawasaki-ით ჰაერში მყოფ თვითმფრინავს გადაუფრინა

26
კავასაკი

Youtube არხზე  24MX გამოქვეყნდა მოკლე დოკუმენტური ფილმი, რომელიც ცნობილი მრბოლელის მატია კავალის სარისკო ტრიუკისთვის მზადებას ეძღვნება. სპორტსმენი რამდენიმე თვის განმავლობაში ვარჯიშობდა, რათა თავისი Kawasaki KX450-ით ჰაერში მყოფ თვითმფრინავს გადახტომოდა. ტრიუკი წესით, იტალიის ერთ აეროდრომზე უნდა გამართულიყო. ცუდი ამინდის გამო ყველაფერი რამდენჯერმე გადაიდო, მთელი ამ დროის განმავლობაში კი მრბოლელის უსაფრთხოებაზე მისი ოჯახი დარდობდა.

ფილმის დასაწყისში მთავარი გმირი იხსენებს, თუ რამდენად რთული იყო სამზადისი. თვეების განმავლობაში მრბოლელი ფიზიკურად და მორალურად ემზადებოდა, ასევე ცდილობდა ოჯახი დაემშვიდებინა.

საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მას შემდეგ რაც კავალიმ მოტოციკლეტი გააჩერა, ცრემლების შეკავება ვერ შეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები