LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნახეთ ავტომობილი, რომელიც თოვლს თვითონ იშორებს

140
Nio

Nio-ს ავტომობილს თოვლის დამოუკიდებლად მოშორება ასწავლეს. ჩინურმა მწარმოებელმა გამოაქვეყნა მოკლე ვიდეო რგოლი, სადაც აჩვენა თუ როგორ იშორებს ელემენტიანი სედანი ET9 თოვლს.

ეს პროცესი ძალიან ჰგავს იმას, თუ როგორ იწინდავენ ტანს ძაღლები: მანქანის ძარა აქეთ-იქით მოძრაობს და თოვლს ამ გზით იშორებს. სრულად გასუფთავება მას არ გამოსდის, თუმცა თოვლის ძირითადი მასა სცილდება.

ამ  ფუნქციას მოდელი ელექტრო ჰიდრავლიკის დახმარებით ასრულებს და გარდა ამისა, ტექნოლოგიის დამსახურებით გადაადგილებაც ბევრად უფრო კომფორტულია,  გზის უსწორმასწორობაც თითქმის არ შეიმჩნევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები