McLaren Racing-ის სარბოლო დანაყოფის ხელმძღვანელმა ბლოგერებს თავისი ფარეხი აჩვენა. ბრიტანელი ბიზნესმენი ზაკ ბრაუნი არამხოლოდ McLaren-ის მეთაურობითაა ცნობილი, არამედ საკმაოდ წარმატებული მრბოლელი და ავტომობილების კოლექციონერიცაა.
ბრაუნი სარბოლო გუნდის United Autosports-ის და ისტორიული სარბოლო ავტომობილების მფლობელია. ამ ავტომობილების საჭესთან ზაკი სხვადასხვა ღონისძიებებსა და კერძო ტრეკ-დღეებზე ჯდება ხოლმე. ავსტრალიური სარბოლო სერიის Supercars-ის დამსახურებით უნიკალური კოლექციის ნახვა ყველა მსურველს შეუძლია.