ამერიკის ტყეებში ათობით გადაგდებული კლასიკური მასლქარი აღმოაჩინეს. ავტომობილთა უმრავლესობა დაჟანგებული და დამწვარი Dodge-ისა და Plymouth-ის მოდელებია. ამასთან, 6 ეგზემპლარს ერთ დროს კაპოტის ქვეშ დიდი რესურსის მქონე ძრავა Hemi ჰქონდა დამონტაჟებული. მიუხედავად საკმაოდ სამწუხარო მდგომარეობისა ყველა ავტომობილი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ერთ ადგილას მოაგროვეს. ამერიკული „კლასიკის“ მეპატრონე გეგმავს რომ ლეგენდარულ მანქანებს წარსული დიდება დაუბრუნოს, თუმცა თუ როდის იზამს ამას არავინ იცის.
ვიდეოს ავტორები „დასაფლავებული“ კოლექციის მდებარეობას არ ამხელენ. ათობით ავტომობილს შორისაა ისეთი ბრენდების მოდელები როგორიცაა – Dodge, Plymouth და Chrysler.
თუკი კოლექციის მდგომარეობით ვიმსჯელებთ, მანქანების გაცოცხლება მთელი ქონება დაჯდება.