LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Niva ტესტ-დრაივის დროს ტბაში ჩაიძირა

38
c7842c3e66e7375d470adee4223bbad0a1addd31

„ნივას“ მორიგი ტესტ-დრაივი თურქეთში გამართეს და დასასრული არც თუ ისე წარმატებული იყო. ავტომობილი ბეიშეჰირის გაყინულ ტბაზე გადაადგილდებოდა, როდესაც მოულოდნელად ყინულის ქვეშ აღმოჩნდა.

მანქანის მფლობელს მისი შესაძლებლობების გამოცდა სურდა, თუმცა ყინულის საფარის სისქე ვერ გაითვალისწინა და ინციდენტიც ამ ფაქტმა გამოიწვია. „ნივა“ პრაქტიკულად მთლიანად ჩაიძირა. მძღოლმა სალონის დატოვება დროულად მოასწრო და დაზიანებების გარეშე გადარჩა.

ჩაძირული მანქანის გადარჩენა ადგილობროვებს დამოუკიდებლად მოუხდათ და ერთობლივი ძალისხმევის შედეგად „ნივა“ მათ ისევ ყინულზე დააბრუნეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები