LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ქართველმა მებრძოლმა რუსი მუხლით გათიშა და აგრესიულად აღნიშნა

72
rd

18-დან 19 ივლისის ღამეს “მებრძოლთა კუნძულზე” გაიმართა ივენთი UFC on ESPN+ 30.

ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ ტექნიკური ნოკაუტით გათიშა რუსეთის წარმომადგენელი ხადის იბრაგიმოვი. რუსმა საფინალო წუთზე ქართველისგან მუხლის დარტყმა მიიღო და მერე ჩვენიანმა თავშიც რამდენჯერმე უთავაზა მუშტი. მსაჯმა ორთაბრძოლა შეწყვიტა და დოლიძეს გამარჯვება მიანიჭა.

წარმატება ქართველმა ემოციურად აღნიშნა და აგრესიული ჟესტით გამოხატა თავისი დამოკიდებულება.

“ეს ცოტა არასწორი იყო. ეს იმით არის გამოწვეული, რომ დაძაბულობა შეიქმნა აწონვის დროს, ასეთი რაღაცეები კი არ მესის. ოქტაგონზე სხვანაირი ვარ ვიდრე ცხოვრებაში. ორთაბრძოლის მერე ხადის ველაპარაკე, მაგრამ მას არ ახსოვს ჩემი ჟესტი”, – წერს 32 წლის ქართველის კომენტარს “სპორტ ექსპრესი”.

დოლიძის გამარჯვება ზედიზედ მეშვიდეა  UFC on ESPN+ 30-ზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები