„პაატა გულიაშვილის და რუსთავი 2“- ის იუმორისტული გუნდის სტუმარი მსახიობი თედო ბექაური იყო.
თედო, რომელმაც მაყურებელს თავი ბავშვობაში „გაღმა ნაპირში“ შესრულებული როლით დაამახსოვრა, ამჯერად ამღერდა და სიმღერა „ჭრელ ბაღდათზე გავშლი სუფრას“ შეასრულა.
მის ნამღერმა სოციალურ ქსელში დადებითი კომენტარები დაიმსახურა.
„რა ნიჭიერი ახალგაზრდობაა ჩრდილში. ყოჩაღ პაატა, ყველა ასე უნდა წარმოაჩინო“,
„ყოჩაღ თედო, რა კარგი შესრულება იყო, ნიჭიერი ბიჭი ხარ შვილო გაიხარე“,
„დაასაქმეთ ეს ნიჭიერი მსახიობი. ოჯახი ჰყავს. მართლა ყველამ ხომ არ უნდა დატოვოს სამშობლო. დაეხმარეთ ყველანაირად, ვისაც ხელეწიფება“. – წერენ სოციალურ ქსელში.