მსახიობი, მომღერალი და „არ დაიდარდოს“ წამყვანი „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ესტუმრა.
მან ახალი სიმღერის პრემიერა წარმოადგინა.
კომპოზიციის სახელწოდებაა „როგორ მომენატრა“.
ლაშა რამიშვილმა გადაცემასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ 22 ივლისს, ბათუმში ყველას ელოდებიან რუსა მორჩილაძის ორი მიუზიკლის კონცერტებზე.
მსახიობი აღნიშნავს, რომ რუსა მორჩილაძისგან საჩუქარი მიიღო, მისი ერთ-ერთი სიმღერა „შეყრიდან“, რომლის ჩაწერას ცირა ბზიშვილის სტუდიაში მალევე აპირებს.