რეისი 1112, რომელიც ადგილობრივი დროით დილის 01:00 საათზე აფრინდა, მალევე იძულებული გახდა უკან, აეროპორტში დაბრუნებულიყო.
ლას-ვეგასის სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, თვითმფრინავის ერთ ძრავაში ფრენის დროს ცეცხლი გაჩნდა. თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა და ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი უვნებლად გადაიყვანეს აეროპორტში.
American Airlines-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავი Airbus A321 იყო და სავარაუდოდ მარცხენა ძრავას გაუჩნდა პრობლემა. ეკიპაჟმა პროტოკოლი ზედმიწევნით შეასრულა და თვითმფრინავი აეროპორტში უსაფრთხოდ დააბრუნა.
მგზავრების დანიშნულების ადგილისკენ სხვა ლაინერით გაუშვეს, ხოლო აალებული ხომალდი შესამოწმებლად გაგზავნეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.