LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: სასწრაფო დახმარების ავტომობილის გამტაცებელს პოლიციელები 130 კმ მისდევდნენ

56
autoradio

ტელეარხმა Fox News გამოაქვეყნა ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ჩიკაგოში პოლიციის ვეტმფრენიდანაა გადაღებული. კადრებში ჩანს, თუ როგორ გარბის სასწრაფო დახმარების ავტომობილი საპატრულო ავტომობილებისგან. დევნა 100 კილომეტრ მანძილს გასცდა. თანაც, ბოროტმოქმედი კარგა ხანი გახეთქილი საბურავით მიდიოდა. მისი საბურავი პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღით დააზიანა.

საბოლოო ჯამში გამტაცებელმა პოლიციელებისგან მიმალვა სცადა, თუმცა სამართალდამცავმა ორგანოებმა მისი დაკავება შეძლეს.

დაკავებული 46 წლის ჩიკაგოელი მამაკაცი აღმოჩნდა. როდესაც ის მიხვდა რომ გაქცევას ვერ შეძლებდა, მანქანა პირდაპირ შუა ტრასაზე გააჩერა. პოლიციას თავი მოაჩვენა, რომ თითქოს ნებდებოდა, რამდენიმე წამში კი გაქცევა დააპირა. თუმცა, მისი მცდელობა უშედეგო იყო და მაინც დაიჭირეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები