LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: შერმადინი იანვარშიც საუკეთესოა

88
33229

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის (liga endesa) იანვრის თვის საუკეთესო კალათბურთელია.

“ლიგა ენდესამ” გასული თვის MVP-ის ტიტულის მფლობელი დაასახელა და მისი მფლობელი ღირსეულად გახდა “ლენოვო ტენერიფეს” ქართველი ლიდერი გიორგი შერმადინი.

ვინ არის ესპანეთში საუკეთესო: გიორგი შერმადინი პირველი წრის კალათბურთელია

აღსანიშნავია, რომ შერმადინის გუნდმა მთავარი სპონსორი და შესაბამისად, სახელი გამოიცვალა. ტენერიფელთა ფინანსური პარტნიორი კომპანია “ლენოვო” გახდა და გუნდსაც ამიერიდან “ლენოვო ტენერიფე” უნდა დავუძახოთ.

გიორგი შერმადინმა პრესტიჟული ტიტული მიმდინარე სეზონში მეორედ მოიპოვა. ტენერიფელთა ქართველი ცენტრი ოქტომბერშიც ყველაზე შედეგიანი იყო და ლიგის ხელმძღვანელობამ მას MVP-ის ტიტული გადასცა. იანვარში შერმადინმა ყველა და ყველაფერი გადაფარა: მართალია, 5 მატჩიდან მისმა გუნდმა 3 მოიგო, მაგრამ შერმადინის შედეგიანობა იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ ქართველ ლეგიონერს MVP-ის ტიტული გაუსაჩივრებლად გადასცეს.

იავნარში შერმადინის საუკეთესო მატჩი “მანრესასთან” შედგა, რომელშიც ქართველმა ცენტრმა თითქმის 23 წუთში 29 ქულა და სარგებლიანობის ინდექსის 37 ერთეული დააგროვა. საუკეთესოს გამოვლენა არა ქულებით ან მოხსნებით, არამედ ყველა სტატისტიკური მონაცემის გაერთიანებით ხდება. შერმადინს მარგი ქმედების კოეფიციენტი იანვრის 5 მატჩში საშუალოდ 27 ჰქონდა.

2020 წლის მეფე: გიორგი შერმადინი ესპანეთში საუკეთესოა

ქართველი ხსენებულ 5 შეხვედრაში საშუალოდ 23:26 წუთს თამაშობდა და ასევე საშუალოდ 20.6 ქულას, 5.6 მოხსნას და 3.2 პასს ითვლიდა. ქართველი ცენტრი ზუსტადაც ისროდა: 68.3 პროცენტით ორქულიანებს და 87.5 პროცენტით საჯარიმოებს.

შერმადინის მთავარი კონკურენტი “რეალის” 221-სანტიმეტრიანი კაბოვერდელი ცენტრი ვალტერ ტავარეში და “ხუვენტუდის” ლიდერი ლოპეს-არესტეგი გახლდათ.

ქართველი ცენტრი ევროპის უძლიერეს ლიგაში სტატისტიკური მაჩვენებლებით ლიდერობს და იმის რეალური შანსიც არის, რომ ქართველი ლეგიონერი სეზონის საუკეთესოდაც დასახელდეს.

შერმადინის მიერ MVP-ის მოგება ტელევიზიით, პირდაპირ ეთერში გამოცხადდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები