LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „შეუდარებელი მსახიობია… მომწონს ყველა მსახიობი, რომელიც გვახალისებს“ – „მიხოს და მაროს ბოლო ზარის სიმღერამ“ მსმენელი მოხიბლა

199
პაატა გულიაშვილი

„რუსთავი 2“-ის იუმორისტული გადაცემის „პაატა გულიაშვილის და ნიკა არაბიძის შოუს“ გუნდი, გასულ ეპიზოდში აუდიტორიის წინაშე ახალი სიმღერებით წარდგა.

„მიხოს და მაროს“ პერსონაჟების შემსრულებლებმა, მსახიობებმა – პაატა გულიაშვილმა და ნონა ხუმარაშვილმა ერთ-ერთი ნომერი „ბოლო ზარს“ მიუძღვნეს.

„მიხოს და მაროს ბოლო ზარის სიმღერამ“, რომლის ვიდეოც გადაცემის ოფიციალური „ფეისბუკის“ გვერდზეა გამოქვეყნებული, სოციალური ქსელის მომხმარებლების უამრავი დადებითი შეფასება გამოიწვია.

„ნონა შეუდარებელი მსახიობია“, „უნიკალურები ხართ მთელი გუნდი“, „ძალიან მომწონს ყველა მსახიობი, რომელიც გვახალისებს“, – წერენ მოქალაქეები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები