LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: შვარცენეგერი მთავრობას ვერ დაელოდა და გაფუჭებული გზის გაკეთება თვითონ დაიწყო

118
არნოლდ-შვარცნეგერი

არნოლდ შვარცენეგერმა ლოს-ანჯელესის გზაზე გაჩენილი ორმო დამოუკიდებლად ამოავსო. დასავლეთის შტატის გზები ტრადიციული საგაზაფხულო უსწორმასწორობით დაიფარა, რაც ზამთრის ბოლოს უამინდობას უკავშირდება. ერთ-ერთმა ასეთმა ორმომ კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორის – 75 წლის შვარცენეგერის  ყურადღება მიიპყრო. მუნიციპალური ჯგუფის ლოდინით დაღლილმა მსახიობმა გადაწყვიტა პრობლემა დამოუკიდებლად მოეგვარებინა და შემდეგ ვიდეო სოც-ქსელებშიც გაავრცელა.

„მთელი რაიონი აღშფოთებული იყო ამ გიგანტური ორმოთი, რომლის გამოც ავტომობილები და ველოსიპედები რამდენიმე კვირაა რაც ზიანდება. სწორედ ამიტომ, დღეს ჩემს გუნდთან ერთად გამოვედი და გზა გავაკეთე“, – განაცხადა შვარცენეგერმა, თან კალიფორნიელებს წუწუნის ნაცვლად მოქმედებისკენ მოუწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები