LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: სომხური პოპის მეფის, თათა სიმონიანის კონცერტზე ნინო ჩხეიძეც გამოვიდა: „თათას არაერთი სიმღერა მაქვს ჩაწერილი და სიამოვნებით დავთანხმდი…“

163
6e752d04-4cd2-4213-b71c-d6f440fa4dd5

სომხური პოპის მეფე – ასე მოიხსენიებენ ინტერნეტში თათა სიმონიანს, რომელსაც უამრავი ჰიტი აქვს შექმნილი. ის თავის მრავალრიცხოვან ბენდთან ერთად თბილისში იმყოფებოდა და სპორტის სასახლეში კონცერტი გამართა, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრო.

მისმა პროდიუსერებმა კონცერტზე მაყურებლის წინაშე წარსადგომად მიიწვიეს ქართველი მომღერალი, ნინო ჩხეიძე, რომლის გამოჩენასაც სპორტის სასახლეში თათა სიმონიანის მსმენელი დიდი მოწონებით შეხვდა.

ნინო ჩხეიძემ fortuna.ge-ს კონცერტზე მიღებული ემოციები გაუზიარა და აღნიშნა, რომ მსგავს დახვედრას არ ელოდა…

„დამიკავშირდნენ პროდიუსერები, რომ ტარდებოდა თათა სიმონიანის კონცერტი და შემომთავაზეს მონაწილეობა. რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან ამ შემსრულებლის არაერთი სიმღერა მაქვს ჩაწერილი. ყველაზე დიდი ჰიტი რაც არის – „ამამღერეა“. საოცარი კონცერტი იყო, საოცარი მუსიკოსებით. ეს სიმღერა რომ დაიწყეს, შევვარდი ხალხში, მეც დავიწყე შესრულება.

ყველა წამოვიდა ჩემკენ, თან ჩემს ემოციას აკვირდებოდნენ, თან უნდოდათ, ორივე გადაეღოთ, ქართული ვერსიაც და სომხურიც. არაჩვეულებრივი ემოციებით დავიტვირთე. ძალიან ვისიამოვნე ამ კონცერტით. მივხვდი, როგორ ერთობა ხალხი კონცერტებზე. ისე გავერთე, ისეთი დადებითი მუხტი იყო, სიყვარულით ავივსე… ბედნიერი ვიქნები, რომ მსგავსი ბევრი კონცერტი ჩატარდეს ჩემს ქალაქში.

მე შევასრულე „რამდენი დრო გავიდა“. დილით რომ გავიღვიძე, მთელი სოციალური ქსელი გადავსებული იყო ჩემი სიმღერით. ისეთი სანახაობა იყო, არ ველოდებოდი, რომ ჩემს ერთ სიმღერას ამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა. ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. მიხარია, თუ ჩემი ერთი სიმღერით გავაბედნიერე მსმენელი სპორტის სასახლეში…“, აღნიშნავს ნინო ჩვენთან საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები