თემურ ცაგურიამ „პოსტალიონს“ ესტუმრა და მაკა შალიკაშვილსა და ზურა მანჯავიძესთან ერთად თავისი რეპერტუარიდან ყველაზე ცნობილი სიმღერა „მოეფერეთ ერთმანეთს“ შეასრულა.
მაყურებელი თემურ ცაგურიას გამოჩენას ტელეეთერში გამორჩეულად შეხვდა:
„ძველები მაინც მაგრები არიან, კლასიკაა და გადაკეთება არ სჭირდება…“
„თქვენი ხილვის ბედნიერება რომ გვაქვს, უფალს დიდ მადლობას ვუხდით. გაიხარეთ, დიდხანს გვიცოცხლოს თქვენი თავი…“