ავსტრალიურმა ავიაკომპანია Qantas-მა თავისი YouTube-ის გვერდზე რგოლი განათავსა, სადაც ჩანს, რომ ელექტროქროსოვერი Tesla Model X P100D სამგზავრო ლაინერს, Boeing 787-9 Dreamliner-ს ექაჩება. ვიდეო მელბურნის აეროპორტშია გადაღებული.
ელექტროქარი Tesla Model X P100D აღჭურვილია ორი ელექტროძრავით, რომელთა სუმარული სიმძლავრე 773 ცხენის ძალაა. ავტომობილის მასა 2 468 კილოგრამია.
Boeing 787-9 Dreamliner-ის მაქსიმალური მასა კი 193 ტონაა. ცარიელი ლაინერი 126 ტონას იწონის. ბორტზე თვითმფრინავი 290-მდე მგზავრსა და 126 000 ლიტრ საწვავს იტევს. ლაინერის მაქსიმალური სიჩქარე 956 კილომეტრ/საათია.