LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Toyota GR86 მიტოვებულ სავაჭრო ცენტრში დრიფტაობს

41
supra

Toyota-ს ამერიკულმა დანაყოფმა გაავრცელა ვიდეო, რომელიც GR86-ს ეძღვნება და ახალი მოდელის წარდგენა ბრენდმა ორიგინალურად სცადა.

რეკლამაში ნახსენებია მექანიკური გადაცემათა კოლოფიც, რომელიც ამერიკელი მძღოლებისთვის ალტერნატივის სახით იქნება ხელმისაწვდომი. ფინალურ კადრში ყველაფერი კომპიუტერულ თამაშს ჰგავს, GR86 დრიფტაობს, შემდეგ მას ორი GR Supra უერთდება და მათ ცნობილი მრბოლელები კენ გუში და ჯონათან კასტრო მართავენ.

Toyota GR86 2,4 ლიტრის მოცულობის ძრავითაა აღჭურვილი და 235 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. მექანიკური გადაცემათა კოლოფით ავტომობილი 100 კმ/სთ-ს 6,1 წამში ავითარებს, ავტომატური გადაცემათა კოლოფის შემთხვევაში მაჩვენებელი 6,6 წამია. აშშ-ში ეს მოდელი 27,7 ათასი დოლარი ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები