LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Toyota GR86 სარემონტო სამუშაოების დასრულებიდან ერთ დღეში აალდა

89
autoradionews

გამოცემა Carscoops-მა Toyota GR86-ის მფლობელების გამოხმაურებები შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ ბევრი მათგანი იაპონური სპორტქარით ძალიან უკმაყოფილოა. მაგალითისთვის კი აშშ-ში მომხდარი ბოლო დროინდელი შემთხვევაც გამოდგება. მძღოლმა თავისი Toyota 4 თვიანი სარემონტო სამუშაოების შემდეგ ცენტრიდან გამოიყვანა და სულ რაღაც 1 დღეში მოდელი მოძრაობის დროს აალდა და მძღოლი სასწაულებრივად გადარჩა.

იაპონური სპორტქარის ნაკლებად სანდო ძრავას სხვა ბევრი მძღოლიც უჩივის.

Toyota-ს წარმომადგენლობამ საჩივრებს ყურადღება მიაქცია და დამწვარი ავტომობილის მძღოლთან დაკავშირება სცადა.

დამწვარი სპორტქარის ინციდენტი სამხრეთ კალიფორნიაში მოხდა. მანქანის მძღოლმა ხანძრის ადგილიდან ფოტო და ვიდეო მასალა გამოაქვეყნა. მამაკაცის თქმით, სპორტქარი პირდაპირ მის თვალწინ აალდა, მაშინ როცა ის ტრასიდან გადახვევას ცდილობდა. მიზეზებზე მეპატრონე არ საუბრობს და მხოლოდ იმას აკონკრეტებს, რომ სერვის-ცენტრს სასამართლოში უჩივლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები