UFC-ის ვეტერან იურაი ფეიბერის ტურნირზე 27 წლის ამერიკელმა ბლეიკ პერიმ ცხვირი გაიტეხა მარსელ მაკეინთან ბრძოლისას, როდესაც პირველ რაუნდში არასასიამოვნო დარტყმა გაატარა.
მიუხედავად ტრავმისა, პერი ჩხუბს აგრძელებდა და მზად იყო მეორე რაუნდზეც გასულიყო, მაგრამ არბიტრმა ორთაბრძოლა შეაჩერა.
კარგია ის, რომ ექიმებმა მოახერხეს მებრძოლის ცხვირის გასწორება, ისე კი პერის ტექნიკური წაგება ჩაუთვალეს.
https://www.youtube.com/watch?v=i66f01uFlLw&t=6s