LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: უსინათლო მრბოლელმა სიჩქარის მსოფლიო რეკორდი მოხსნა

44
blind

ამერიკელი მრბოლელი, რომელმაც მხედველობა 10 წლის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის დროს დაკარგა, გინესის წიგნის ახალი რეკორდსმენია.

დენ პარკერმა მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა და ნიუ-მექსიკოს შტატში მდებარე მაგისტრალზე 339,64 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეძლო. სპეციალურად მოდიფიცირებული ავტომობილის, Corvette-ის გაკონტროლებაში დენს ხმოვანი სისტემა ეხმარებოდა.

აღსანიშნავია, რომ უსინათლო მძღოლის მიერ დამყარებული წინა სიჩქარის რეკორდი მხოლოდ 322,69 კმ/სთ იყო.

 

Posted by National Federation of the Blind on ხუთშაბათი, 31 მარტი, 2022

რეკორდის რეგისტრაციის თარიღი, ზუსტად იმ შემთხვევიდან 10 წლის გასვლას დაემთხვა, როცა პარკერმა მორიგი რბოლის დროს მხედველობა დაიზინა.

„ჩვენ არამხოლოდ ის დავამტკიცეთ, რომ უსინათლო ადამიანს სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა შეუძლია, არამედ ისიც, რომ საკმაოდ მაღალი სიჩქარითაც შეუძლია გადაადგილება. იმედი მაქვს ჩემი წარმატება სხვა უსინათლოებისთვის სტიმული გახდება.“ – უთხრა პარკერმა გინესის წიგნის წარმომადგენლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები