LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 ვიდეო: ველოსიპედის შლემი, რომელშიც უსაფრთხოების ბალიშია ჩამონტაჟებული

99
უსაფრთხოების ბალიში

ელოსიპედების ეკიპირების შვედმა მწარმოებელმა კომპანია Autoliv-მა ველოსიპედისტის შლემის „აირბაგი“ შექმნა. მცირე ზომის შლემი მგრძნობიარე გადამცემებითაა აღჭურვილი და იქვეა ჩამონტაჟებული უსაფრთხოების ბალიშიც, რაც სასიკვდილო დაზიანების მიღების რისკს 80-დან 30%-მდე ამცირებს.

ავარიის შემთხვევაში უსაფრთხოების ბალიში პირველ დარტყმას თავის თავზე აიღებს. კონსტრუქცია უსაფრთხოებას საგრძნობლად გაზრდის, განსაკუთრებით კი პირდაპირი დაჯახებების დროს.

Autoliv-ის ინფორმაციით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ველოსიპედისტების მიერ მიღებული სერიოზული ტრავმების რიცხვი მხოლოდ შვედეთში 24%-ითაა გაზრდილი. რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, მათი 60% სწორედ თავის ტრავმას უკავშირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები