კომპანია Xpeng, რომელიც ჩინეთის ტექნოლოგიების ბაზრის ლიდერია, თავის პროდუქტებს მუდმივად აახლებს. ადრე დაანონსდა უპილოტო მართვის საფირმო სისტემა, რომელიც ხელოვნური ინტელექტით იმართებოდა, ამჯერად კი ჩინელმა სპეციალისტებმა Xpeng AeroHT-ის მფრინავი ავტომობილის დემონსტრირება გადაწყვიტეს, თანაც მოქმედებაში.
ელექტრონული ავტომობილი, რომელსაც ვერტიკალური აფრენა-დაფრენა აქვს, ორი ძრავით იმართება – მთავარი და სათადარიგო. Xpeng-ში პირობას დებენ, რომ მათი მფრინავი ავტომობილი საჭეს და გადაცემათა კოლოფსაც მიიღებს, რომელსაც გზაზე და ჰაერში გადაადგილებისთვის გამოიყენებენ.