კომპანია Porsche-მ განახლებული სუპერქარის 911 GT3 RS-ის გარბენი აჩვენა, რომელსაც ყველაზე მძლავრი ატმოსფერული ძრავი აქვს. ავტომობილმა ნიურბურგრინგის ტრასაზე 20,6 კილომეტრიანი ტრეკი 6 წუთსა და 56,4 წამში დაფარა.
სუპერქარის საჭესთან Porsche-ს ტესტ-პილოტი ლარს კერნი და მრბოლელი კევი ესტრე ისხდნენ. მრბოლელებმა მთლიანობაში ოთხი წრე გაიარეს და ყოველი მათგანი შვიდი წამით უფრო სწრაფი იყო.