კლასიკური Volkswagen Beetle მოდიფიკაციის მოყვარულთა შორის ძალიან პოპულარული ავტომობილია. ზოგიერთი ენთუზიასტი „ხოჭოს“ მინიატურულ სარბოლო მანქანად აქცევს, სხვები კი სრულიად წარმოუდგენელ პროექტებს ახორციელებენ. თუმცა, ამერიკელი სახელად სერხიო სულ სხვა გზით წავიდა. მამაკაცმა 1965 წლის Beetle-ის ბაზაზე მინიატურული ავტო-კემპერი ააგო. ავტომობილში სპეციალისტმა მოგზაურობისთვის საჭირო ყველა საჭირო დეტალი განათავსა.
57 წლის „ხოჭოს“ მოდიფიკაციას სერხიომ 4 წელი მოანდომა. მანქანის სახურავზე ნივთების შესანახი საბარგული დაუმატა და კარები მხოლოდ ერთი მხრიდან დატოვა.
მინიატურულ მოდელში მან სამზარეულო, თავისი გაზით, ღუმელით, ონკანით და საკვების მოსამზადებელი სივრცით მოაწყო. სერხიოს არც ყავის აპარატი არ დავიწყებია.
გარდა ამისა, პატარა კემპერში სრულყოფილი საწოლი, განათების სისტემა და წყლის რეზერვუარიც განათავსა. შესაძლოა ამ ბორბლებიან სახლში ბევრი თანამედროვე ტექნოლოგია არ არის, თუმცა ყველაფერია იმისთვის რომ მოგზაურობა მაქსიმალურად კომფორტული იყოს.