LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვილაშ-ბოაში 6 მატჩით დასაჯეს

10

რუსეთის მოქმედი ჩემპიონის, სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში თავის გუნდს პრემიერლიგის მომდევნო ექვს მატჩში ვერ უხელმძღვანელებს.

ამის მიზეზი დისკვალიფიკაციაა, რომელიც პორტუგალიელ სპეციალისტს რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მიუსაჯა.

ვილაშ-ბოაშს ასეთი მკაცრი სასჯელი მას შემდეგ გამოუტანეს, რაც ბოლო ტურში სამარის “კრილია სოვეტოვთან” წაგებული მატჩის (1:3) მიმდინარეობისას მეოთხე მსაჯს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები