ადამ ლალანა 2016 წლის ინგლისის ნაკრების საუკეთესო მოთამაშე გახდა.
„ლივერპულის“ ფეხბურთელმა მდევრებზე სამმაგი უპირატესობა მიიღო.
საფეხბურთო ასოციაციამ გასული წელი შეაჯამა. ინგლისის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელად ადამ ლალანა მიიჩნიეს, რომელმაც ხმების 39% მიიღო.
„ლივერპულელს“ 21-ე საუკუნის მთავარი სენსაციის ავტორ ჯეიმი ვარდიზე სამჯერ უკეთესო შედეგი აღმოაჩნდა (12%). მესამე ადგილი დაიკავა „მანჩესტერის“ ყველა დროის ბომბარდირმა უეინ რუნიმ (8%).
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა ნათან რედმონდი „საუთჰემპტონიდან“.
2016 წელს ინგლისის ნაკრებში ლალანამ 11 მატჩი ითამაშა და 3 გოლი გაიტანა.