სოციალურ ქსელში იუმორისტული გვერდები ყველაზე კარგად მუშაობს. საკმარისია გავიხსენოთ, 2015 წლის ზაფხულში რამდენმა ადამიანმა მოიწონა გვერდი სახელად „მაღალიციცო“, რომელიც ქართულ ცნობილ სახეებზე „ღლიცინებდა“. თავად პოპულარული ადამიანებიც იწონებდნენ მის გამოქვეყნებულ პოსტებს და აზიარებდნენ საკუთარ გვერდებზე.
სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ახალი იუმორისტული გვერდი გამოჩნდა, რომლის მთავარი პერსონაჟი ვინმე ჯემალაა. ის შეიძლება ითქვას, სოციალური ქსელების სწორად გამოყენებას გვასწავლის და დასცინის იმ მომხმარებლებს, რომლებიც „ფეისბუქს“ გადაჭარბებულად იყენებენ.
„მიბაძე ჯემალას“ პოსტებს შორის რამდენიმე გამორჩეულს გთავაზობთ.