ვინ და რა პრინციპით გაიმარჯვა წლის სიმღერის ფესტივალზე „ოქროს ტალღა“?

24

მთაწმინდის პარკში წლის სიმღერის დაჯილდოვების ცერემონია „ოქროს ტალღა“ გაიმართა. წელს კონკურსი მეოთხედ ჩატარდა. ორგანიზატორი რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ იუბილარია და ამიტომ „ოქროს ტალღა“-2017 განსაკუთრებული მასშტაბურობით გამოირჩეოდა.

ბოლო ორი წელია ღონისძიება ჰოლდინგის მუსიკალურ წამყვანებს ნია მოძმანაშვილს და ნიკა კაციას მიჰყავთ, რაც შეეხება ღონისძიების მუსიკალურ ნაწილს, ძირითადი დატვირთვა ჯგუფზე „რეზო და ბავშვები“ მოდიოდა, მაგალითად ლელა წურწუმიას და დათო ხუჯაძეს მათ გაუწიეს მუსიკალური თანხლება.

ხუჯაძემ საერთოდაც ჯგუფის სოლისტის, რეზო ბლიაძის დაწერილი სიმღერა შეასრულა. ნოდიკო ტატიშვილმა ცოცხლად დავით მაზანაშვილთან ერთად იმღერა, გიო ხუციშვილმა საკუთარ ბენდთან „გიო+“ წევრებთან ერთად, ეს ყველაფერი მანამ სცენაზე ღონისძიების საპატიო სტუმარი, MOJO-ს სოლისტი იან დესტალი ავიდოდა. ვრცლად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები