„მოგესალმებით ბაქოდან, აქ მე და გიორგი ცაგარელი ზეგ გამოვდივართ აზერბაიჯანის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად… სადღესასწაულოდ აღინიშნება გია ყანჩელის იუბილე!
გვაცხოვრებენ საოცარ სასტუმროში, რეპეტიციებზე დაგვატარებენ გალაპლაპებული შავი მერსედესებით და თან ცალ-ცალკე, ეტყობა, აქ ასეთი წესია, გზაში ერთმანეთი ლაპარაკით რომ არ შევაწუხოთ. ორკესტრი საკმაოდ მომზადებული დაგვახვედრეს, გუნდიც კარგად მღერის, ბილეთები აღარ არის და ძლივს ვშოულობთ მოსაწვევებს ადგილობრივი მეგობრებისთვის…
ბერლინის, სტრასბურგის, ბრიუსელის, ტალინისა და კიევის შემდეგ, ბაქოს პუბლიკას შევხვდებით და იმედია, ისევე გულთბილად მიგვიღებენ, როგორც ზემოთ ჩამოთვლილ ქალაქებში.
თბილისში კი დეკემბერში გვექნება გამოსვლები, უფრო დაწვრილებით კი მოგვიანებით მოგიყვებით, ცოტას რომ ამოვისუნთქავ…
სიყვარულით და მონატრებით, თქვენი ნიკა“. – წერს დირიჟორი „ფეისბუქის“ გვერდზე.