LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ გადაუხდის 50 000 ლარს რუსკა მაყაშვილის ახალ პარტნიორს

41

რეკლამა, რომელსაც 2008 წლიდან მოყოლებული, საახალწლოდ, ქართველი მაყურებელი დიდი ინტერესით ელოდება, ამ წლების განმავლობაში,ორ მთავარ გმირს აერთიანებდა, „ორანჯ სანტას“ და ფიფქიას, რომლებსაც მსახიობები ირაკლი ჭირაქაძე და რუსკა მაყაშვილი 11 სერიის განმავლობაში განასახიერებდნენ.

ახლა კი, ბანკი კონკურსს აცხადებს… სანტას როლზე. მათ სპეციალური ვიდეო მოამზადეს, სადაც დეპრესიაში ჩავარდნილი ფიფქია ლაიონელ რიჩის ცნობილი ცრემლისმომგვრელი ჰიტის ფონზე, თავის სანტას მისტირის.

საყოველთაო კონკურსში მონაწილეობა სანტას საპატიო ადგილის დასაკავებლად, მომხიბვლელი ფიფქიის გვერდით, ყველა იმ მამაკაცს შეუძლია, ვინც თავს მხიარულად და არტისტულად მიიჩნევს და ასევე ცეკვაც შეუძლია, რაც დაგვეთანხმებით, რუსკა მაყაშვილის პარტნიორობისას, აუცილებელი პირობაა. კიდევ ერთი კრიტერიუმი, რითაც მონაწილეს სპეციალურად პროექტისთვის შექმნილი კომპეტენტური ჟიური გამოარჩევს, რასაკვირველია, ის არის, რამდენად უყვარს კონკურსანტს ახალი წელი… თუმცა სავარაუდოდ, ამ კასტინგზე გრინჩი არც გამოჩნდება…

საინტერესოა, რომ მაყურებელი კასტინგებზე გადაღებულ ვიდეოებს კონკურსის ვებგვერდზე ნახავს და ამ პროცესს თვალს ასე მიადევნებს. იქვე შეგიძლიათ, 3 დეკემბრამდე შეავსოთ ძალიან მარტივი განაცხადი. 20 დეკემბერს გამარჯვებული გამოვლინდება, რომელიც მიიღებს მონაწილეობას ახალ ვიდეორგოლში, რუსკას ფიფქიასთან ერთად.

მნიშვნელოვანია ის ანაზღაურება, სანტას რომ ელოდება კომპანიისგან: სამწლიანი კონტრაქტის პირობებში, რომელსაც მას გაუფორმებენ, ანაზღაურება შეადგენს 50 000 ლარს (დასაბეგრი).

ასე რომ, ახალ სანტას ნამდვილად ჯადოსნური ახალი წელი ელოდება…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები