LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ გაიტანა პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი გამარჯვების გოლი? ყველაფერი დათვლილია

72
harry-kane-alan-shearer-tottenham_3438517

კრიშტიანო რონალდო „ტოტენჰემთან“ პრემიერლიგურ შეხვედრაში შესრულებული ჰეთ-თრიკით პროფესიული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. პორტუგალიელმა იოზეფ ბიცანის რეკორდი მოხსნა – 807 გოლი გაიტანა.

ამასთან, კრიშტიანომ ამ სეზონში „იუნაიტედში“ 6 გამარჯვების გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით მო სალაჰს დაეწია.

და საერთოდ, ვინ ლიდერობს პრემიერლიგის ისტორიაში გადამწყვეტი გოლებით? Transfermarkt-ის მონაცემებით, მოქმედ ფეხბურთელებს შორის საუკეთესოა ჰარი კეინი, მისმა გოლებმა „მამლებს“ 48-ჯერ მოაგებინეს.

რონალდო მე-16 ადგილზეა 37 გოლით, რაც მშვენიერი შედეგია, რადგან მან საუკეთესო და მრავალი წელი ინგლისს მიღმა გაატარა.

ყველა დროის ლიდერი კი ალან შირერია (ზოგადად 260 გოლი აქვს გატანილი) – ლეგენდამ 68 მატჩში მოუტანა გამარჯვება თავის გუნდს.

ჰარი კეინს 20 გამარჯვების გოლი უკლია და თუ ინგლისში დარჩა, ვინ იცის იქნებ…

რეიტინგი სრულად ასე გამოიყურება:

25-24. ჯეიმი ვარდი, მოჰამედ სალაჰი – 34

23. რაჰიმ სტერლინგი – 35

22-21. სადიო მანე, რუუდ ვან ნისტერლოი – 36

20-16. კრიშტიანო რონალდო, პოლ სქოულზი, რობი კინი, სტივენ ჯერარდი, მაიკლ ოუენი – 37

15. რობი ფოულერი – 38

14-12. ლეს ფერდინანდი, ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი, ემილ ჰესკი – 39

11. ჯერმეინ დეფო – 41

10-9. რობინ ვან პერსი, რაიან გიგზი – 42

8. დუაიტ იორკი – 45

7. ენდი კოული – 46

6-5. ჰარი კეინი, სერხიო აგუერო – 48

4. ტიერი ანრი – 59

3. ფრენკ ლამპარდი – 61

2. უეინ რუნი – 66

1. ალან შირერი – 68

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები