LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ გაიტანა ყველაზე ლამაზი გოლი და ვინ იყო საუკეთესო

95
mini_2019-04-16-BARCELONA-MANCHESTER-28

უეფამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალების ყველაზე ლამაზი გოლების ოთხეული წარადგინა.

საუკეთესო გოლზე პრეტენზიას აცხადებენ: ლეო მესი და ფილიპე კოუტინიო („ბარსელონა“), დავიდ ნერეში („აიაქსი“) და რაჰიმ სტერლინგი (სიტი“).

ამასთან, ცნობილი გახდა კვირის საუკეთესო ფეხბურთელის პრეტენდენტები (მეოთხედფინალების განმეორებითი მატჩების მიხედვით).

ნომინანტთა სიაში არიან: „აიაქსელი“ მატეის დე ლიგტი, რომელმაც „იუვენტუსს“ გამარჯვების გოლი გაუტანა; ლეო მესი, რომელმაც „იუნაიტედთან“ დუბლი შეასრულა, „ტოტენჰემის“ ფორვარდი სონი, რომლის ორი გოლი დაეხმარა გუნდს „სიტის“ ბარიერი დაეძლია, ასევე „ლივერპულის“ თავდამსხმელი ფირმინიო, რომელმაც „პორტოს“ გაუტანა.

 

გამარჯვებულები უეფას ოფიციალურ საიტზე გამოკითხვის შედეგებით პარასკევს, 19 აპრილს გახდება ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები