LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ გახდება ფიფას საუკეთესო ფეხბურთელი: 11 კანდიდატი ცნობილია

161
mjsyhugez4wlfywmcosg

ფიფას ოფიციალურმა საიტმა 11 მოთამაშე დაასახელა, რომელიც წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის იბრძოლებენ.
დაჯილდოება 17 დეკემბერს გაიმართება. პანდემიის გამო ცერემონია ონლაინ ჩატარდება.

საუკეთესო თერთმეტეული ასე გამოიყურება:

ტიაგო ალკანტარა (ესპანეთი/ “ბაიერნი”/”ლივერპული”)

კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია/ “იუვენტუსი”)

კევინ დე ბრუინი (ბელგია/ “მანჩესტერ სიტი”)

რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი/ “ბაიერნი”)

სადიო მანე (სენეგალი/ “ლივერპული”)

კილიან მბაპე (საფრანგეთი/ “პარი სენ ჟერმენი”)

ლიონელ მესი (არგერტინა/ “ბარსელონა”)

ნეიმარი (ბრაზილია/ “პარი სენ ჟერმენი”)

სერხიო რამოსი (ესპანეთი/ “რეალი”)

მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე/ “ლივერპული”)

ვირხილ ვან დეიკი (ნიდერლანდები/ “ლივერპული”)

 

შეგახსენებთ, 2019 წლის ფიფას საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდა.

 

 

ფიფამ სხვა ნომინაციების კანდიდატებიც დაასახელა.

ფიფას საუკეთესო მეკარე:

ალისონ ბეკერი  (ბრაზილია / “ლივერპული”)

ტიბო კურტუა (ბელგია / “რეალი”)

კეილორ ნავასი (კოსტა რიკა / პსჟ)

მანუელ ნოიერი (გერმანია / “ნაიერნი”)

იან ობლაკი (სლოვენია / “ატლეტიკო”)

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (გერმანია / “ბარსელონა”)

ფიფას საუკეთესო მწვრთნელი:

მარსელო ბიელსა (არგენტინა / “ლიდსი”)

ჰანს-დიტერ ფლიკი (გერმანია / “ბაიერნი”)

იურგენ კლოპი (გერმანია / “ლივერპული”)

ხულიენ ლოპეტეგი (ესპანეთი / “სევილია”)

ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი / “რეალი”)

 

ფიფამ პუშკაშის პრემიის 11 ნომინანტიც გამოარჩია. ეს პრიზი წლის ყველაზე ლამაზი გოლის ავტორს გადაეცემა. 11 ულამაზესი გოლი შეგიძლიათ ამ ვიდეოში ნახოთ. ამ თერთმეტეულიდან ცნობილი ლუის სუარესი და “ტოტენჰემის” კორეელი სონია. სიაში არიან ასევე ფრანგი ანდრე-პიერ ჟინიაკი, რომელიც ამჟამად მექსიკაში ბურთაობს და სამიც ქალი ფეხბურთელი.

 

https://www.youtube.com/watch?v=kHJ3kV7UU2E&feature=emb_logo

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები