LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ მოგართვათ? ხალხი მესის ყიდულობს

34

”ბარსელონას” მაისურები, რომლებსაც ლიონელ მესის გვარი აწერია, ჯერჯერობით 2016/17 წლების სეზონის ყველაზე გაყიდვადი საფეხბურთო მაისურებია. ამის შესახებ ინფორმაციას The Sun ავრცელებს. მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელი კრიშტიანო რონალდოს ბენეფისად იქცა, ამ მაჩვენებლით იგი მხოლოდ მეორე ადგილზე გავიდა. ყველაზე გაყიდვად მაისურებს შორის მესამე ადგილზე ”მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურებია, რომლებზეც პოლ პოგბას სახელია დატანილი. რაც შეეხება დანარჩენ პოზიციებს, ისინი ასე განაწილდა:

1. ლიონელ მესი (”ბარსელონა”)
2. კრიშტიანო რონალდო (”რეალი”)
3. პოლ პოგბა (”მანჩესტერი”)
4. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (”მანჩესტერი”)
5. მესუთ იოზილი (”არსენალი”)
6. ნეიმარი (”ბარსელონა”)
7. დევიდ დე ხეა (”მანჩესტერი”)
8. ფილიპე კოუტინიო (”ლივერპული”)

 

 
კლუბებს შორის ყველაზე გაყიდვადი ”მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურებია. მეორე ადგილს ”რეალი”, მესამეს ”ბარსელონა” იკავებს. საუკეთესო ათეული კი ასე გამოიყურება:

1. ”მანჩესტერ იუნაიტედი” – 2,85 მლნ. გაყიდული მაისური
2. ”რეალი” – 2,29 მლნ.
3 ”ბარსელონა” – 1,98 მლნ.
4. ”ჩელსი” – 1,65 მლნ.
5.”ბაიერნი” -1,5 მლნ.
6. ”არსენალი” – 1,2 მლნ.
7. ”იუვენტუსი” – 850 000
8. ”ლივერპული” – 705 000
9. ”პსჟ” – 685 000
10. ”მილანი” – 650 000

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები