კლასიკური პერანგი, პიჯაკი, შარვალი, ჰალსტუხი, ჟილეტი – ეს იმ სტანდარტული ჩაცმულობის სამოსია, რომელსაც კლასიკურ სტილს ეძახიან. ამ სტილის ჩაცმულობას მამაკაცები სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერ სიტუაციაში კლასიკური ჩაცმულობა დიდ ეფექტს ახდენს გარშემომყოფებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ტიპის სამოსზე მოთხოვნა ძალიან დიდია, შესაბამისად არსებობს როგორც დაბალფასიანი, ისე საშუალოფასიანი მოდელები, თუმცა, ვინ ქმნის მამაკაცის ყველაზე ძვირადღირებულ სამოსს? ამ კითხვაზე პასუხს ჩვენი სტატიის მეშვეობით გაიგებთ…
Brook’s Brothers
ყველაზე ძვირადღირებული კლასიკური სამოსის ნაკრების ფასი 14,500 დოლარს შეადგენს და ათეულში მეათე პოზიციას იკავებს.
Ermengindo Zenga
ყველაზე ძვირადღირებული კლასიკური სამოსის ნაკრების ფასი 20,00 დოლარი. კრიტიკოსები ამ ბრენდს დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.
William Fioravanti
ყველაზე ძვირადღირებული კლასიკური სამოსის ნაკრების ფასი 22,000 დოლარი. ამ ბრენდის ისტორია 80-ანი წლებიდან იწყება და მამაკაცთან სამოდელო ინდუსტრიაში დღემდე მოწინავე პოზიციებს იკავებს.
World Record Challenge Cup
ყველაზე ძვირადღირებული კლასიკური სამოსის ნაკრების ფასი 28,000 დოლარი. ამ ეტაპზე ყველაზე ძვირადღირებული კლასიკური სამოსის ნაკრების მფლობელი წარმოშობით ავსტრალიელი, სიუზან ტიპლეტის გარდერობში ინახება, თუმცა, თავად ბრენდი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს სამოდელო ინდუსტრიაში.
Brioni
ყველაზე ძვირადღირებული კლასიკური სამოსის ნაკრების ფასი 43,000 დოლარი. ბრენდი, რომლის ისტორიაც 70-ანი წლებიდან იწყება, მუდმივად დიდ ყურადღებას იქცევს ხარისხითა და დახვეწილობით. ამ ბრენდის სამოსი არაერთი ცნობილი სახის გარდერობს ამშვენებს.
Desmond Merrion
ყველაზე ძვირადღირებული კლასიკური სამოსის ნაკრების ფასი 47,000 დოლარი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბრენდის სამოსის შესაძენად უახლესი ავტომობილის საფასურის გადახდა გვიწევს, კომფორტით ავტომობილს ნამდვილად არ ჩამოუვარდება. კრიტიკოსების აზრით, ამ ბრენდის ნაწარმი კომფორტულობის და დახვეწილობის საუკეთესო ნიმუშია.
Kiton K-5
ყველაზე ძვირადღირებული კლასიკური სამოსის ნაკრების ფასი 50,000 დოლარი. ბრენდის დიზაინერი ენცო დორსი გახლავ, რომელმაც არაერთი უცნობი მარკა, წარმატებულ კომპანიად ჩამოაყალიბა.
William Westmancott
ყველაზე ძვირადღირებული კლასიკური სამოსის ნაკრების ფასი 75,000 დოლარი. მარკა დიდი პოპულარობით სარგებლობს ჰოლივუდის ვარკსვლავებში, ყველაზე ძვირადღირებული კოსტიუმი ამ ეტაპზე ჟერარდ ბატლერს ეკუთვნის.
Alexander Amosu
ყველაზე ძვირადღირებული კლასიკური სამოსის ნაკრების ფასი 101,890 დოლარი. ეს ბრენდი ყველაზე მეტად იმით გამოირჩევა, რომ გარდა შესანიშნავი ხარისხისა და მატერიალის მქონე სამოსს თან ახლავს სხვადასხვა ძვირფასი თვლებით გაწყობილი დეტალები.
Stuart Hughes Suit
ყველაზე ძვირადღირებული კლასიკური სამოსის ნაკრების ფასი 892,980 დოლარი. ამ ბრენდის ყველაზე ძვირადღირებული კოსტიუმის მფლობელი სტიუარტ ჰიუზი გახლავთ და მისი კოსტიუმი, ალმასის დეტალებით არის გაწყობილი…









