LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ შექმნა ია ფარულავას პორტრეტი – „არ მომწონს, ბოდიში ავტორთან…“

147

ია ფარულავა სოციალურ ქსელში რამდენიმე ფოტოს ავრცელებს, სადაც ასახულია, როგორ იქმნება მისი პორტრეტი. როგორც თავად მსახიობი წერს, მისი პორტრეტის შექმნა მხატვარმა გიორგი კუხალაშვილმა მოისურვა. ის ასევე მხატვრის, ჯემალ კუხალაშვილის შვილი გახლავთ.

იას პორტრეტი ბევრმა მოიწონა, ზოგმა კი – ნაკლებად. „სიმართლე გითხრა, ვერ ვამსგავსებ, კარგად დაგაკვირდეს, რა“ – სწერს ერთ-ერთი მეგობარი იას, რასაც ტელესახე პასუხობს: „ეს ხომ ფოტოსესია არაა, ესაა ნიჭიერი მხატვრის შთაბეჭდილება“. „არ მომწონს, ბოდიში ავტორთან“ – წერს კიდევ ერთი კომენტარის ავტორი.

6f7ab6b4-15da-42d3-a161-244d3bdeffa3

118b3788-7a94-483c-8fa2-f8626bb72664

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები