LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ ყიდულობს მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთებს

46

მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებზე ყველაზე მეტი ბილეთი რუსებმა და ამერიკელებმა იყიდეს. რუსები გასაგებია, აი ამერიკელებს რაღა უნდათ. შეგახსენებთ აშშ-ს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე არ ითამაშებს.

ფიფამ მუნდიალის ბილეთების გაყიდვის წინასწარი შედეგები შეაჯამა.

ჯამში დაახლოებით 1.7 მილიონი ბილეთი განაწილდა. მათგან ყველაზე მეტი მასპინძელ რუსებს დარჩათ – 796 875 ბილეთი.

პირველ ათეულში შევიდნენ: აშშ (80 161), ბრაზილია (65 863), კოლუმბია (60 199), გერმანია (55 136), მექსიკა (51 736), არგენტინა (44 882), პერუ (38 544), ჩინეთი (36 841), ავსტრალია (34 628) და ინგლისი (30 711).

ბილეთების გაყიდვის ფინალური ეტაპი დღეიდან იწყება.

 

მსოფლიო პირველობის პერიოდში უსაფრთხოების ზომებს განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭება. მატჩებზე, სტადიონზე შესვლისას სამსაფეხურიანი შემოწმება მოხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები