ცნობილმა ბრიტანელმა მომღერალმა და დიზაინერმა ვიქტორია ბექჰემმა უარი თქვა ლეგენდარული გოგონების ჯგუფის Spice Girls-ის შემადგენლობაში დაბრუნებაზე. 41 წლის ბექჰემი ამბობს, რომ მას სცენაზე დაბრუნება არ სურს, ამიტომაც ის არ შეუერთდება გოგონებს ჯგუფის პოპულარული სინგლის Wannabe-ს 20 წლის იუბილეზე.
ვიქტორია ბექჰემის განცხადებითვე, ის აქტიურად უჭერს მხარს გოგონებს დაგეგმილი ტურნეს ფარგლებში. გარდა ერთობლივი კონცერტისა, სურნელოვანი გოგონები პოპულარული ჰიტის Wannabe-ს ახლიდან გადამღერებას აპირებენ.