შემოდგომით ცნობილი გახდა, რომ ვიქტორია ბექჰემი ცნობილ სპორტულ ბრენდთან Reebok-თან ერთად ერთობლივ კოლექციას გამოუშვებს. ეს კოლაბორაცია მოულოდნელი აღმოჩნდა მოდის მიმდევრებისთვის, რადგან ვიქტორია აქცენტს ყოველთვის კლასიკურ სტილზე აკეთებდა.
ამ დრომდე თანამშრომლობის დეტალები მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. ამჯერად კი ინტერნეტში გამოჩნდა პირველი ფოტოები სარეკლამო კამპანიიდან, სადაც ვიქტორია კალათბურთის ლეგენდასთან, შაკილ ო’ნილთან ერთად პიზირებს. ფოტო საკმაოდ კონტრასტულია, რადგან დიზაინერსა და სპორტსმენს შორის სიმაღლეში დიდი სხვაობაა, თუმცა, დღეს ეს ფოტოები ყველა ინტერნეტგამოცემას მოედო.
განსაკუთრებით სახალისოა ფოტო, სადაც ვიქტორია სკამზე დგას, რათა შაკილ ო’ნილის სიმაღლეს გაუტოლდეს. ცნობილია, რომ ლეგენდარული ბრენდის ახალი კოლექციის სახე სწორედ შაკილ ო’ნილია, თავად კოლექცია კი 90-იანი წლების სპორტული სამოსის ინსპირაციით შეიქმნება.