მარიამ და კოკო როინიშვილი, გაგიკვირდებათ და, ერთ დღეს არიან დაბადებულები, თუმცა ტყუპები არ გახლავან. მათ შორის განსხვავება ერთი წელია. მარიამი 1989 წლის 9 დეკემბერს, ხოლო კოკო 1990 წლის ამავე დღესაა დაბადებული.
მარიამი სოციალურ ქსელში ძმისადმი გულისამაჩუყებელ მილოცვას აქვეყნებს: „დღეს არის ადამიანის დაბადების დღე, რომლის არსებობაც ფასდაუდებელია!!!
კოკო როინიშვილი, შენ ხარ ჩემი მეორე ნახევარი ან პირველი, ზუსტად არ ვიცი. მადლობა ჩვენს მშობლებს, რომ შენი თავი პირადად მე მაჩუქეს!!! მადლობა კო, რომ ასეთი ხარ❤ მადლობა, რომ შენი გადადგმული ყველა ნაბიჯით მე ყველაზე ამაყი ვარ! მადლობა, რომ ჩემთან ხარ ყოველთვის და მადლობა, რომ ჩემს ძმად დაიბადე❤❤❤ მთელი ცხოვრება განუყოფლები ვიქნებით მე და შენ!!! მიყვარხარ არაამქვეყნიურად!!!!! (სურვილებს მერე გეტყვი)“