ბრიტანელებმა ყველაზე მსმელი პროფესიები გამოავლინეს.
ლივერპულის უნივერსიტეტის მეცნიერები დაინტერესდნენ, თუ რომელი სფეროს წარმომადგენლებს უწევთ ალკოჰოლის მიღება ყველაზე ხშირად.
კვლევაში როგორც მამაკაცები, ასევე ქალბატონებიც მონაწილეობდნენ.
მსმელთა სიაში ექსპერტებმა ის ადამიანები შეიყვანეს, ვინც კვირაში 35-დან 50 ერთეულამდე ალკოჰოლს მიირთმევს, ერთი ერთეული კი 10 მილილიტრის ტოლფასია.
დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ 40-დან 69 წლამდე მამაკაცთა შორის ყველაზე ხშირად სამშენებლო და საწარმოო სფეროს წარმომადგენლები სვამენ, ხოლო ყველაზე ნაკლებად ამისთვის – ექიმები, ფიზიკოსები და გეოლოგები იცლიან.
ქალბატონთა შორის ალკოჰოლის მოყვარულებად მაღალი და საშუალო რგოლის ხელმძღვანელები დაასახელეს, სიის მეორე ბოლოში მასწავლებლები, ექიმები და მეცნიერები მოექცნენ.