ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ლეო მესიმ „ლივერპულს“ ორი გოლი გაიტანა. მეორე საიუბილეო გამოდგა – 600 გოლი საკლუბო დონეზე.
ბუნებრივია ეს 600 გოლი ძალიან ბევრი გუნდის კარშია გატანილი. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტი „სევილიასთვის“ გაუტანია – 36. მერე მოდიან „ატლეტიკო“ (29) და „ვალენსია“ (27).
მთავარი მეტოქისთვის მადრიდის „რეალისთვის“ მესის 26 გოლი აქვს გატანილი. ჯერჯერობით რასაკვირველია.