თბილისის “ვითა” ვითიბი ლიგის მე-9 ტურის მატჩი გათამაშების ლიდერთან გამართა – ჩვენები სანკ-პეტერბურგში “ზენიტს” ესტუმრნენ.
მატჩი მასპინძელთა დიდი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ “ზენიტმა” 51-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 101:50 მოიგო.
“ზენიტი” ვითიბი ლიგაში ერთდერთი გუნდია, რომელსაც წაგება არ აქვს. თბილისურ კლუბმა კი ლიგაში ჩატარებული ცხრავე შეხვედრა დათმო.
ზენიტი-ვითა 101:50
პერიოდები: 21:9, 23:11, 19:16, 38:14