ანრი ჯოხაძეს „ვოისის“ ბრმა კასტინგზე შევხვდით. მუსიკალური კონკურსების ჟიურიში ყოფნის გამოცდილება უკვე მიიღო. ახლა მორიგი რეიტინგული შოუს გასაკეთებლად ემზადება.
ანრი ჯოხაძე:
ძალიან მაგარი განწყობა მაქვს და ველოდები საინტერესო, განსხვავებულ და უნივერსალური ხმებს. მრავალწახნაგოვან, მრავალფეროვან და საკმაოდ დიდი შესაძლებლობების ხმას ვეძებ. ახლა მოდაშია დაზეპირებული ფრაზები, რასაც მე არ მივესალმები და არ ვეძებ, მინდა კრეატიული ვოკალი და ნამღერი, რომელიც სათქმელს ამბობს.
დღეს ბოლო ბრმა კასტინგია და მინდა ვთქვა, რომ უამრავ ნიჭიერს შორის მხოლოდ რამდენიმეა, რომელიც ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. აღმოვაჩინე ბიჭი, რომელიც ფენომენია.
ალბათ, აზარტულია ისიც, რომ შენ რომ აირჩევ, მერე შენც უნდა აგირჩიოს, თუკი სხვა მწვრთნელიც შემოტრიალდა.
ძალიან აზარტულია. იყო ისეთი მომენტიც, როცა შემოვტრიალდი და მინდოდა, კონკურსანტს მე ავერჩიე, დაილაპარაკა თუ არა, ეს სურვილი გამიქრა… აქაც ჩემი კრიტერიუმი მაქვს. მარტო მომღერლობა არ წყვეტს ყველაფერს. მაგალითად, შენთან რომ მოვა ინტერვიუზე, მეორედაც უნდა მოგინდეს მისი ჩაწერა და ურთიერთობა, სხვანაირად პერსონა ვერ გახდები. პირს რომ გააღებ და აღარ მომინდება შენთან მუშაობა, დამავიწყდება, როგორ მაგრად იმღერე, ეს უკვე საშინელებაა. იხილეთ სრულად