LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლფგანგ პორშემ თავისი საყვარელი ავტომობილები დაასახელა

84

კომპანია Porsche-მ სერიიდან Top 5 ბოლო ეპიზოდი გამოაქვეყნა, სადაც მწარმოებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარის, ვოლფგანგ პორშეს აზრით, მარკის ხუთი საუკეთესო მოდელია წარმოდგენილი. რგოლი ტოპ მენეჯერის 75 წლის იუბილეს ეძღვნება.

მეხუთე პოზიცია Porsche 356-ის მემკვიდრეს, 911-ს ერგო. უფრო კონკრეტულად კი ვერსიას Turbo S (993). მის გარეგნობაზე ვოლფგანგის ძმამ, ფერდინანდმა იზრუნა. ის ყოველთვის ამბობდა, რომ 911-ის სტილისტიკა კონსერვატიული უნდა დარჩეს. პორშე აღნიშნავს, რომ Turbo S ყველა მიმართულებით უნიკალური მოდელია. ის ერთ-ერთი უკანასკნელი პორშეა, რომელსაც ძალიან კარგი ხმა აქვს.

ჩამონათვალში შემდეგი Carrera GT გახლავთ. მოდელი აღჭურვილია 5,7 ლიტრიანი V10 ძრავით, რომელიც 611 ცხენის ძალას ავითარებს. ნულიდან ას კილომეტრამდე კი 3,9 წამში ჩქარდება. მისი მაქსიმალური სიჩქარე 334 კილომეტრ/საათია.

მესამე ადგილი ჰიბრიდულმა ჰეთჩბეკმა Panamera Turbo S E-Hybrid დაიკავა. ის დღეისათვის ერთ-ერთი განვითარებული მოდელია. ძრავების სუმარული სიმძლავრე 680 ცხენის ძალაა. ას კილომეტრს 3,4 წამში კრებს.

მეორე პოზიციაზე 1952 წლის Porsche 356 America Roadster გავიდა. ის სპეციალურად ამერიკული ბაზრისთვის შეიქმნა. ავტომობილი ღია სახურავით არის აღჭურვილი, თუმცა წვიმისთვის მცირე სახურავი გათვალისიწინებული მაინც არის.

ვოლფგანგ პორშეს აზრით, საუკეთესო Porsche არის 356 Carrera 2000. ეს არის ჭეშმარიტი მგელი ცხვრის ტყავში“, რომლის ნამდვილი შესაძლებლობები მხოლოდ საჭესთან დაჯდომის შემდეგ ვლინდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები