LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლფსბურგმა დე ბრუინი დრაქსლერით ჩაანაცვლა

20

როგორც იცით, ”ვოლფსბურგმა” ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი კევინ დე ბრუინი ”მანჩესტერ სიტიში” 75 მილიონ ევროდ გაყიდა. გერმანელებმა მალევე შეძლეს ბელგიელის შემცვლელის პოვნა და ”შალკედან” ჟულიან დრაქსლერი დაიმატეს.

”მგლებს” 21 წლის ტალანტის შეძენა 36 მილიონი ევრო დაუჯდათ.
დრაქსლერმა ახალ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

დრაქსლერი თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტალანტად მიიჩნევა და მისი შეძენით არაერთი გრანდი ინტერესდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, მან სამშობლოში დარჩენა არჩია.

დრაქსლერი ”შალკეს” აღზრდილია და აქამდე სხვა კლუბში არ უთამაშია. მის ანგარიშზე გელზენკირხენელთა მაისურით ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებულ 171 შეხვედრაში 30 გოლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები